დეპარტამენტის ისტორია

მცირე ისტორია

ეკონომიკური ინფორმატიკის სპეციალობით სტუდენტების მომზადება დაიწყო 1997 წლიდან. კურსდამთავრებულების პირველი გამოშვება განხორციელდა 2001 წელს. 2001 წელს სპეციალობაზე გაიხსნა მაგისტრატურის განყოფილება, ხოლო 2003 წელს მოხდა მაგისტრატურის კურსდამთავრებულების პირველი გამოშვება.

ეს არის უნივერსიტეტში ერთერთი პრესტიჟული და მრავალრიცხოვანი მიმართულება, რაც სტუდენტების რაოდენობითაც აისახება.

თავად ეკონომიკური ინფორმატიკის დეპარტამენტი შეიქმნა 2000 წელს. შემდეგ ის გადაკეთდა მიმართულებად. “ინფორმატიკის” საგანმანათლებლო პროგრამებში ეკონომიკური ინფორმატიკის დეპარტამენტის საგნები შედის მოდულების სახით. აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და ახალგაზრდა პროფესორ-მასწავლებლებით.

საკონტაქტო ინფორმაცია
VI კორპ. ოთ.320დ
599 18 17 69

Facebook კომენტარები

Comments are closed