კვლევითი სამუშაოები

 

სამეცნიერო–კვლევითი და პრაქტიკული სამუშაოები, რომელიც ტარდება ეკონომიკური ინფორმატიკის დეპარტამენტში:

  • სხვადასხვა სახის სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობა, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული სტუდენტები, მაგისტრანტები, დოქტორანტები;
  • სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები მონაწილეობენ სამეცნიერო კონფერენციებში;
  • სტუდენტები პრაქტიკას გადიან ჩვენს პარტნიორ ბიზნეს-კომპანიებში;
  • მაგისტრატურის სტუდენტები ატარებენ პრაქტიკულ მეცადინეობებსა და ლაბორატორულ სამუშაოებს ბაკალავრიატში;
  • უნივერსიტეტის კომპიუტერული ქსელის მართვა და მხარდაჭერა, სტუ-ს ვებ-გვერდისა ფუნქციონირების უზრუნველყოფა ხორციელდება ჩვენი დეპარტამენტის კოლექტივის კადრებით და სტუდენტებით;
  • ფუნქციონირებს CISCO-ს საერთაშორისო ქსელური აკადემიის ფილიალი, რომელიც გაიხსნა ჩვენი კოლექტივის თანამშრომლების ხელმძღვანელობით და მონაწილეობით;
  • ჩვენი კოლექტივის უშუალო მონაწილეობით და ბატონ ნოდარ ლომინაძის ხელმძღვანელობით პირველად საქართველოს უნივერსიტეტებს შორის:
    სტუ-ში შეიქმნა კომპიუტერული ქსელი და საუნივერსიტეტო ვებ-გვერდი;
    ქსელის სტრუქტურაში გამოყენებულ იქნა ოპტიკური კაბელი;
  • ჩატარდა და იგეგმება ვიდეო-კონფერენციების სერია საქართველოსა და აშშ-ს პროფესორ-მასწავლებლების მონაწილეობით;
  • დეპარტამენტის თანამშრომლების ძალისხმევით შექიმნა და ფუნქციონირებს ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო ცენტრი და ნიკოლოზ ლომინაძის სახელობის საგანმანათლებლო ინოვაციების ლაბორატორია;
  • ჩვენი თანამშრომლების ძალისხმევით შექიმნა და ფუნქციონირებს საუნივერსიტეტო ცენტრი “საინფორმაციო ტექნოლოგიები ბიზნესსა და ეკონომიკაში”
  • ჩვენი თანამშრომლების ძალისხმევით შექიმნა და ფუნქციონირებს: საუნივერსიტეტო ტესტირების ცენტრი;
Facebook კომენტარები

Comments are closed