ეკონომიკური ინფორმატიკის დეპარტამენტში 14 ივნისს მუშაობდა სტუ-ს 85-ე სტუდენტთა ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეკონომკური ინფორმატიკის სექცია. სექციაზე მოხსენებებით წარდგნენ დეპარტამენტის დოქტორანტურისა და ბაკალავრიატის განყოფილებების სტუდენტები და წარადგინეს თავისი კვლევითი და პრაქტიკული მუშაობის შედეგები.
ჟიური შედგებოდა დეპარტამენტის 7 პროფესორისაგან.
უნდა აღინიშნოს, რომ მოხსენებები იყო ძალიან საინტერესო და ყოველი გამომსვლელის შემდეგ იმართებოდა ფართო დისკუსია მოხსენებაში განხილული თემატიკის ირგვლივ.
საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ბაკალავრიატი:
I ადგილი: მარიამ მარღიშვილი;
II ადგილი გაინაწილეს: ლაშა ერგემლიძე, მარიამ დარჩიაშვილი;
დოქტორანტურა:
I ადგილი გაინაწილეს: ლელა პაპავა, სამსონ დარჩია;
II ადგილი: ქეთევან მამათელაშვილი;