ელექტრონული სწავლების განვითარების პერსპექტივები საქართველოში

2017 წლის 31 მაისს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია

პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში, პროექტს ARMAZEG-

ია ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია „ელექტრონული სწავლების

განვითარების პერსპექტივები საქართველოში”. კონფერენციაში მონაწილეობა

მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ: საქართველოს ტექნიკური

უნივერსიტეტის პრორექტორი პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა

ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რამაზ ხომერიკი, ქართული უნივერსიტეტის

ინფორმატიკის, მათემატიკის და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა

ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ივანე წერეთელი, კავკასიის უნივერსიტეტის

ვიცე-პრეზიდენტი პროფესორი ნუგზარ სხირტლაძე, სოხუმის სახელმწიფო

უნივერსიტეტის პროფესორი თემურ ჩილაჩავა.

კონფერენცია გახსნა ქართული უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა სერგო

ვარდოსანიძემ.

მოხსენებები წაიკითხეს: პროფესორებმა რამაზ ბოჭორიშვილმა, ჰამლეტ მელაძემ,

თამარ ლომინაძემ, ირინა დარჩიამ, კახაბერ რევაზიშვილმა, მაგდა ალანიამ,

თეიმურაზ ხუნდაძემ და სხვებმა.

პროფ. თამარ ლომინაძემ ისაუბრა ელექტრონული სწავლების განვითარებაზე

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და წარმოადგინა ელექტორნული

სასწავლო რესურსები, რომლებიც შეიქმნა სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლების

მიერ.

სტუ-ს იმს ფაკულტეტის ეკონომიკური ინფორმატიკის დეპარტამენტის

დოქტორანტურის განყოფილების სტუდენტებმა ქეთევან მამათელაშვილმა და

ლელა პაპავამ წარმოადგინეს თავისი სადოქტორო სამუშაოს ფარგლებში

ჩატარებული კვლევების ძირითადი შედეგები.

Facebook კომენტარები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *